პროექტის სახელწოდება:შოთა რუსთაველი–"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან იმ მხატვართა ილუსტრაციებს,რომელთაც დაასურათეს "ვეფხისტყაოსანი".
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა ყველაფერი უნდაიცოდნენ ჩვენი სასიქადულო, მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტის შესახებ.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ყველა იმ მხატვარზე,რომელთაც დაასურათეს "ვეფხისტყაოსანი",გაეცნობიან მათ მიერ შექმნილ პოემის ილუსტრაციებს,რაც ხელს შეუწყობს პოემის ტექსტის უკეთ შესწავლას.მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას იმის შესახებ ,თუ რამდენად სრულყოფილად შეძლო მხატვარმა ,გადმოეცა ილუსტრაციებით პოეტის ჩანაფიქრი.
დაეუფლებიან ინფორმაციის მოძიების უნარს ინტერნეტში,წიგნებში;ისწავლიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას.
მონაწილეთა ასაკი:X კლასის მოსწავლეები,15–16 წლის.
ვადები\ხანგრძლივობა:3 თვე
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:"ვეფხისტყაოსნის"დამსურათებელ მხატვართა ილუსტრაციების ფოტოკოლაჟი;ილუსტრაციების საგამოფენო სტენდი; მოეწყობა პრეზენტაციები; შეიქმნება ვებ–გვერდი; ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:"ვეფხისტყაოსნის"დამსურათებელთა ილუსტრაციები წიგნებსა და ინტერნეტში.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,გადაინაწილებენ დავალებებს,მოიძიებენ ინფორმაციას (წიგნები,ინტერნეტი),საფუძვლიანად დაეუფლებიან ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას,შექმნიან ალბომებს(ელექტრონულსაც); მოაწყობენ გამოფენებს,დისკუსიებს, პრეზენტაციებს პოემის ილუსტრაციებზე.
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ–ინტერნეტში მასალის მოძიება და დამუშავება;პრეზენტაციების მომზადება;ალბომის ელვერსია;ბლოგში გათავსება.
ხელოვნება–გაეცნობიან სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებას;მოაწყობენ ფოტოების გამოფენას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლ.ტყემალაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:lelatkemaladze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი\ბლოგი:lelatkemaladze.blogspot.com
ჰეჰეე😂❤️
ReplyDelete